ეკონომიკასა და ბიზნესში ხელისუფლების მართველ-ორგანიზატორის წამყვანი როლი ერთერთი უმძიმესი საბჭოური გადმონაშთია!

ანაკლია არის ამის კიდევ 1 მკაფიო კლასიკური მაგალითი, და აქვე კიდევ ერთხელ ვიტყვით რეცეპტს, როგორ შეიძლება ამ სახიფათოდ გართულებულ სტადიაშიც კი სახელმწიფოს უგუნურ-მტკივნეული როლის თვითშეზღუდვა, შემსუბუქება და ზომიერი გამიჯვნა ხალხის და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ამისათვის საკმარისია:

პორტისათვის აუცილებელი 1000 ჰა პროექტით მონიშნული ტერიტორია $200 მილიონად (არსებულ საბაზრო ფასზე 2,5-ჯერ იაფად) სახელმწიფომ ჩადოს ანაკლიის საკუთარ კაპიტალში და სანაცვლოდ მიღებული 200 მილიონი ცალი $1 ნომინალური ღირებულების აქცია აჩუქოს საქართველოს ყოველ მოქალაქეს საკუთრებაში, 40 ცალი თითოეულს.

ამ საუკეთესო ნაბიჯით, შემდგომი დაბანდებებისათვის უტყუარი სასტარტო საინვესტიციო მიმზიდველობით, წარმატებით შეივსება ახალი პორტის გამოცხადებული (საპროექტო) საწესდებო კაპიტალის დაახლოებით 8% და მისი წარმატებით მოტივირებული პირველი მესაკუთრეები ავტომატურად გახდებიან საქართველოს მოქალაქეები, როგორც ქვეყანაში არსებული და მომავალი პოლიტიკური ძალაუფლების მუდმივად უმთავრესი წყარო.

ჩვენი მხრიდან ეს იქნება საუკეთესო, უმარტივესი და ამავე დროს ორიგინალური ნაბიჯი ხალხის, ქვეყნის საკეთილდღეოდ და ამ შესანიშნავი პროექტის ფინანსურ-პოლიტიკური მდგრადობის სასარგებლოდ!

ვანო ჩხაიძის კომენტარი სტატიაზე: https://www.bm.ge/ka/article/mamuka-xazaradze-anakliis-proeqti-shecherebis-pirasaa/34590