საქართველოს და ზოგადად ყველა პოსტსაბჭოური ქვეყნის ძირითადი პრობლემა ხალხის სიღატაკე და უმწეობაა ხელისუფლებათა (და ხელისუფლების მაძიებელთა) სიმაძღრისა და თავგასულობის პირისპირ!

ასეთ ფონზე ნებისმიერი იდეოლოგია, პროგრამა, კონსტიტუციის და კანონების ტექსტები სრულიად ა რ ა ფ რ ი ს მომტანია.

კართაგენი უნდა დაინგრეს!

ჯერ ძალა უნდა დაუბრუნდეს ხალხს არა რევოლუციური აღტკინებით, არამედ ოდესღაც მთავრობის მიერ მოქალაქეებისაგან ექსპროპრირებული სიმდიდრის ისევ ხალხისათვის პატიოსნად დაბრუნებით.

გახდი მესაკუთრე
მეცნიერულად დახვეწილი ერთადერთი გამოსავალია.

გამდიდრებულებმა, მშვიდად, პასუხისმგებლობით, ჩვენვე დავიწყოთ ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენა საკუთარი კეთილდღეობის უთვალავი შესაძლო მიმართულებით.

დროა დამქირავებელზე მეტად დასაქირავებელს ვეძებდეთ…