ალბათ შეიძლებოდა სიმდიდრის ნაწილის ცნობილ გადარჩენას და ქვეყნიდან გატანას რამდენიმე შედეგი მოყოლოდა :

– გადარჩენილი სიმდიდრე გზაშივე დაკარგულიყო ,
– დატაცებულიყო და მთლიანად გაფლანგულიყო ;
– მცირე ნაწილის ხარჯზე უდიდესი ნაწილი შენარჩუნებულიყო (რაც, როგორც ჩანს, მოხდა) ; 
– შენარჩუნებულიყო აბსოლუტურად უკლებლად და პირადი ინიციატივებით, მცირედით გაზრდილიყო კიდეც ;
– გაყიდულიყო მთლიანად ან ნაწილობრივ და მიღებული თანხა მიმართულიყო ქვეყნის დეოკუპაციის დასაჩქარებლად ;
– ამ ქონების საუკეთესო 10%-ის აბსოლუტური ხელშეუხებლობის გარანტიით და მთელი ამ სიმდიდრის უზრუნველყოფის ქვეშ შექმნილი ყოფილიყო ქვეყნისათვის აუცილებელი თავდაცვის, განათლების და სხვა მომგებიანი და ძლიერი ფონდები ;
– ამ ბაზაზე შექმნილიყო მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ძლიერი კომერციული ბანკი ან ინდუსტრიული კორპორაციები, რომლის მოგების მესამედი მოხმარდებოდა ქვეყნის საგანძურის შევსებას და გამდიდრებას, მესამედი დეოკუპაციის დაჩქარებას და მესამედი განვითარება.

გთოვთ გამოხატოთ თქვენი ჰიპოთეზა, კიდევ რანაირი შეიძლება ყოფილიყო ამ სიმდიდრის ბედი.

რაც მოხდა, იმედი მაქვს ჩვეულებრივი, ქართული პატიოსნება (დაუჯერებელი მხოლოდ მომავალი, კომუნისტური საუკუნის ფონზე), მე არ მგონია, რომ იყო ერთადერთი საუკეთესო, იმ ზომით სახოტბო და განსადიდებელი, როგორც შეფასდა…

ვანო ჩხაიძის სტატუსი სტატიაზე: https://pirvelirespublika.blogspot.com/2018/05/blog-post.html