სახელმწიფო სუბსიდიები და ჩარევები კი არ ეხმარება, ღუპავს სოფლის მეურნეობას.
იმედია ეს უგუნურობით ხდება და არა გამიზნული მავნებლობით!

ის თითო-ოროლა მომენტი, რომელიც, ერთი შეხედვით, თითქოს მართლაც სასურველია ზოგიერთი მეურნისათვის, ბაზარზე კონკურენტუუნაროს ხდის და ანადგურებს დანარჩენ უამრავ მეურნეს.

მაგალითად ნახსენები კრედიტის ხელოვნური “გაკეთილშობილება”, მისი გაიაფება და ხელმისაწვდომობა საპროცენტო განაკვეთის ნაწილობრივი დაფარვით სახელმწიფო თანადაფინანსების ხარჯზე,…

ერთის მხრივ ხელს უწყობს კომერციულ ბანკებს ისედაც მიუღებელი საკრედიტო პირობების ხელოვნურ შენარჩუნებაში

და მეორეს მხრივ, რომ არაფერი ვთქვათ პროცესის კორუფციულ მდგენელზე, რომელიც ყველგანაა, სადაც ყველასათვის ვერ სამყოფ რესურსის გამოყენების პრიორიტეტებს სახელმწიფო განსაზღვრავს, დახმარების პროგრამაში რაიმე მიზეზით ვერ მოხვედრილი მეურნე საერთოდ განწირულია წარუმატებლობისათვის.
– ჯერ ერთი, რომ პირდაპირ უძვირდება პროდუქტი და მეორეც ის, რომ ხელი არ მიუწვდება მაღალ ტექნოლოგიებზე, რომ თავგანწირული შრომითაც კი როგორმე თავისი პროდუქტი ფასით და ხარისხით ბაზარზე ოდნავ კონკურენტუნარიანი მაინც გახადოს.

ბოლოსდაბოლოს 2 000 000 000 ლარი სულაც რომ საუკეთესო სასოფლო პროდუქტის შემოტანაში უბრალოდ დაგვეხარჯა, მიგვერთვა და ნარჩენები კი მინდვრებში მოგვეფანტა, ჩვენს ღვთითკურთხეულ მიწაზე შეიძლება თავისითაც კი მოსულიყო მეტი და უკეთესი მოსავალი ❣️😉😂

ვანო ჩხაიძის კომენტარი სტატიაზე: https://www.bpn.ge/article/55629-2000000000-lari-cqalshi-gadaiqara